ტრანსდისციპლინური კვლევა

მდგრადი განვითარების გამოწვევები ხშირ შემთხვევაში კომპლექსური და მრავალმხრივია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ცოდნის სხვადასხვა ტიპებს და აკადემიურ სფეროებს. ტრანსდისციპლინური კვლევა გვთავაზობს არსებული გამოწვევების გადაწყვეტას.

ტრანსდისციპლინურობა გულისხმობს აკადემიურ საზღვრებს მიღმა თანამშრომლობას – იგი სცდება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ფარგლებს, რათა მოახდინოს სამეცნიერო და ემპირიული ცოდნის ინტეგრირება მთლიანად კვლევის პროცესზე, რომელიც უნდა დაიწყოს პრობლემების ერთობლივი იდენტიფიკაციით. კვლევის პროცესი ამ თვალსაზრისით მოიცავს შემდეგ ფაზებს:

  1. პრობლემების იდენტიფიკაცია და სტრუქტურირება;
  2. პრობლემების ანალიზი;
  3. მიღებული შედეგების განხორციელება;

 

ტრანსდისციპლინურმა მკვლევარებმა უნდა შეძლონ:

  1. სამუშაო საკითხების სიღრმისეული გაგება;
  2. საკითხების გათვალისწინებით განიხილონ სხვადასხვა პერსპექტივები, როგორიცაა, აკადემიური და არააკადემიური სუბიექტები;
  3. დააკავშირონ აბსტრაქტული და კონკრეტული ცოდნა და განავითარონ ცოდნა და პრაქტიკა რომელიც ხელს შეუწყობს კეთილდღეობის ამაღლებას;

ტრანსდისციპლინური კვლევა გულისხმობს სპეციალურ დიალოგზე დაფუძნებულ მეთოდებს, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება, ასევე, ხდება ტესტირება მიღებული გადაწყვეტილებები რამდენად არის ფუნქციონირებადი პრაქტიკაში. გარდა ამისა, იგი გულისხმობს მეტ მოქნილობას პრობლემების იდენტიფიკაციის ხელახლა გადახედვის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზის ან შედეგების განხორცილების საფუძველზე.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ წყაროები ქვემოთ:

[1] C. Pohl, G. Hirsch Hadorn, Principles for Designing Transdisciplinary Research – proposed by the Swiss Academies of Arts and Sciences, oekom Verlag, München, 2007.
[2] G. Hirsch Hadorn, H. Hoffmann-Riem, S. Biber-Klemm, W. Grossenbacher-Mansuy, D. Joye, C. Pohl, U. Wiesmann, E. Zemp, Handbook of Transdisciplinary Research, in: Springer (Ed.), Springer, Dordrecht, 2008.