საზაფხულო სკოლა

2019 წელს, პროექტის პარტნიორები გეგმავენ ორგანიზება გაუწიონ CaucaSusT – საზაფხულო სკოლას ახალგაზრდა მკვლევარებისათვის, რომელიც ფოკუსირებული იქნება ტურიზმის განვითარებაზე და ტრანსდისციპლინურობაზე. სტუდენტები და მკვლევარები კავკასიის რეგიონიდან (აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი) მოწვეულები იქნებიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო სკოლა 2016, აბასთუმანი, საქართველო

CaucaSusT – პროექტის პარტნიორებმა მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდა მკვლევარებისათვის – ,,კვლევა განვითარებისათვის“. რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის და SCOPES პროექტის სხვა პარტნიორების მიერ – ,,კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა’’. საზაფხულო სკოლა გაიმართა საქართველოში, 5-16 სექტემბერს აბასთუმანის კვლევით ცენტრში, მასში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მკვლევარებმა, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და თურქეთიდან.

CaucaSusT – პროექტის პარტნიორებმა წარმოადგინეს საზაფხულო სკოლაში პრეზენტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრანსდისციპლინურობა, ტურიზმის მდგრადი განვითარება, ტურიზმის არსებული მდგომარეობა და განვითარება საქართველოსა და სომხეთში. გაიმართა სტრუქტურული დისკუსიის პროცესი (მსოფლიო კაფე), რომელშიც მონაწილობა მიიღეს ახალგაზრდა მკვლევარებმა. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, რომ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს კავკასიის რეგიონიდან გამოეთქვათ მოსაზრებები და გაემართათ დისკუსია მნიშვნელვან საკითხებთან დაკავშირებით. განხილული საკითხები მოიცავდა, სტუდენტების და მასწავლებლების საჭირო უნარებს, შემოთავაზებულ სარგებელს CaucaSusT-ის პროექტის განვითარებიდან, რეკომენდაციებს ქეისებით სწავლების იმპლემენტაციასთან და ტრანსდისციპლინური მიდგომების ინტეგრირების გამოწვევებთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტებში.

საზაფხულო სკოლსათან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გერდზე SNC – mt (იხილეთ ბმული ზემოთ)