ქეის-სთადი სწავლება
ქეის-სთადი სწავლება სასწავლო პროგრამების ფარგლებში ინტერდისციპლინარული სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ერთგვარი გამოწვევაა როგორც მასწავლებლისთვის ასევე სტუდენტისთვის, ვისაც შესაძლოა არ ჰქონდეს თავისი დისციპლინის სფეროს გარეთ მუშაობის გამოცდილება. ასევე შესაძლებელია ქეის-სთადი სწავლების კონცეფცია განვავრცოთ ტრანსდისციპლინურობის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ამოცანები უფრო კომპლექსური და რთულია, რადგან ეს ნიშნავს არა მხოლოდ ქეის მონაწილეების (დაინტერესებული მხარეების) არაფორმალურ ჩართულობას, არამედ უფრო სისტემატურ მონაწილეობას, და უფრო მეტიც, ასევე კოლექტიურ მსჯელობას და პრობლემების ერთობლივ გადაწყვეტას (Mieg, 2000[1]).
ქეის მონაწილეები/დაინტერესებული მხარეები (მაგალითად ადგილობრივი თემის მოსახლეობა ვინც განვითარების გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ეს დაგეგმილია CaucaSusT-ით), სტუდენტები და მასწვლებლები მუშაოებენ ერთად როგორც ერთი გუნდი, ყოველი მონაწილე თავისი კონკრეტული გამოცდილებით ღებულობს მონაწილეობას და ეკისრება კონკრეტული როლი მთელი სწავლების პროცესში. პროექტის განხორციელების პროცესი მოიცავს რამოდენიმე ეტაპს სადაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ტრანსდისციპლინარულობა.
არა-აკადემიური ქეის მონაწილეების აკადემიურ ქეის-სთადი სწავლებაში წარმატებული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია ტრანსდისციპლინარული მიდგომის ინიციაცია პროექტის დაწყებით ეტაპებზე (Muhar et al 2006[1])