მეცნიერების როლი მდგრადი განვითარების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების, აკადემიური საზოგადოების ჩართულობის, პოლიტიკის და პრაქტიკის კუთხით უნდა გაძლიერდეს სომხეთსა და საქართველოში. პროგრესის მიღწევა აღნიშნული თვალსაზრისით დამოკიდებულია ინოვაციურ საუნივერსიტეტო პრაქტიკაზე, რომელიც გულისხმობს ტრანსდისციპლინური მიდგომების გამოყენებას სწავლებასა და კვლევაში.
CaucaSusT პროექტის პარტნიორების მიზანს წარმოადგენს ყურადღება გამახვილდეს ტურიზმის მდგრადი განვითარების რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, ადგილობრივი საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობით. უფრო ფართო მასშტაბით, აკადემიური პარტნიორობა გაძლიერდება კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო ქსელთან, იმისათვის რომ მოხდეს აკადემიური აქტივობების კოორდინაცია და კვლევებიდან მიღებული შედეგების ინტეგრაცია ტურიზმის განვითარების საჯარო პოლიტიკაში, მთლიანად კავკასიის რეგიონში.
CaucaSusT პროექტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარებას ტრანსდისციპლინური სწავლების კუთხით, კერძოდ:
ახალი მიდგომების დანერგვა:
- ქეისებით სწავლების ფორმატი;
- ტრანსდისციპლინურობა სწავლებაში და დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობა;
- გამოცდილების გაზიარება და თანაბარი შესაძლებლობების განვითარება საუნივერსიტეტო პოლიტიკასა და პრაქტიკაში;
- ახალგაზრდა მკვლევარების მხარდაჭერა;
- საუნივერსიტეტო პრაქტიკის ხელშეწყობა ტურიზმის მდგრადი განვითარების კუთხით;
- ტურიზმის შინაარსობრივი კონტრიბუცია კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო ქსელში;