თემზე დაფუძნებული ტურიზმი მოიცავს ისეთ აქტივობებს რომელშიც ჩართულები არიან ადგილობრივი რეზიდენტები, ძირითადად იგი ხორციელდება სოფლად. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში აღნიშნული არეალები ღარიბი და ეკონომიკურად მარგინალიზებულია. თემი გულისხმობს და მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ინაწილებენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას და აქვთ უნარი მიიღონ გადაწყვეტილებები ერთობლივად.
რეზიდენტები ჩართულები არიან ტურისტული პროდუქტის განვითარებაში და იღებენ მოგებას როგორც მეწარმეები, სერვისის მიმწოდებლები და დასაქმებულები. ადგილობრივ რეზიდენტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო ტურ-ოპერატორებთან და სხვა ტურისტულ ორგანიზაციებთან საჯარო და კერძო სექტორიდან, იმისათვის, რომ განავითარონ და ხელი შეუწყონ მათ შეთავაზებებს. თემებს, რომლებსაც სურს განავითარონ მდგრადი ტურიზმი, ხშირ შემთხვევაში მხარდაჭერილია პროექტებით, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის სრულყოფას, არამედ ადგილობრივი რეზიდენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
თემზე დაფუძნებული ტურიზმი ტურისტებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ბუნება და ველური გარემო, ასევე, ადგილობრივი რეზიდენტების ყოველდღიური ცხოვრება და ტრადიციები. ადგილობრივი რეზიდენტები კარგად უნდა აცნობიერებდნენ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას და ღირებულებას, იმისათვის რომ დაიცვან ისინი და გამოიყენონ ტურიზმის განვითარებისათვის.